2022-02-23
ძილის და ეეგ (ელექტროენცეფალოგრაფიული) ლაბორატორია
კლინიკა ჰელსიკორის მომსახურებებს დაემატა ძილის და ეეგ (ელექტროენცეფალოგრაფიული) ლაბორატორია
ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებები:
- ღამის ძილის სტანდარტული პოლისომნოგრაფია (ძილის აპნოეს დიაგნოსტიკა);
- ღამის ძილის პოლისომნოგრაფია სპეციალური მონიტორინგით (12 საათი);
- ძილ-ღვიძილის ციკლის პოლისომნოგრაფია სპეციალური მონიტორინგით (24 საათი);
- დღის ღვიძილის შენარჩუნების პოლისომნოგრაფიული (MWT) ტესტი;
- ნარკოლეფსიის პოლისომნოგრაფიული დიაგნოსტიკა (MLST) ტესტი;
- ძილის აპნოეს სკრინინგ კონტროლი და მიმდინარე CPAP- თერაპიის რეჟიმის მონიტორინგი;
- ამბულატორული ღვიძილის ეეგ (ვიდეო ეეგ მონიტორინგი: 1, 3, 5 საათი);
- ლაბორატორია აღჭურვილია მობილური სისტემით, რაც იძლევა საშუალებას საჭიროების შემთხვევაში ყველა გამოკვლევა ჩატარდეს ბინაზე;
ლაბორატორიის ხელმძღვანელი ალექსი ჭიკაძე, ნეიროფიზიოლოგი, მეცნიერების აკადემიური დოქტორი;
ლიკა ხუჭუა, ნეიროფიზიოლოგი, მეცნიერების აკადემიური დოქტორი
მაია ჯიბლაძე, ნევროლოგი,მედიცინის აკადემიური დოქტორი
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე:
032 243 33 43