2023-09-21
„არასოდეს ადრე, არასოდეს გვიან“ – 2023 წელს მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს ამ სლოგანით ხვდება
21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა #WorldAlzheimersDay
ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზა. ის გავლენას ახდენს ადამიანის მეხსიერებაზე და იწვევს მენტალური აქტივობის დაქვეითებას გაცილებით მაღალ ხარისხში, ვიდრე დაბერების პროცესის მიმდინარეობისას.
დაავადება გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, აღქმაზე, ორიენტაციასა და მსჯელობის უნარზე, ასევე შემეცნებაზე.
ის გერმანელმა ფსიქიატრმა - ალიოს ალცჰაიმერმა 1901 წელს აღმოაჩინა, დღეს მსოფლიოში ყოველ 3 წამში 1 ადამიანს უვლინდება ალცჰაიმერის ნიშნები და მსოფლიოს მოსახლეობის 55 მილიონზე მეტს აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით - 2023 წლამდე დაავადების მაჩვენებელი 78 ხოლო 2025 წლამდე 139 მილიონამდე გაიზრდება.