2023-04-07

7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა და წელს 75-ედ აღინიშნება

ყოველწლიურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არჩევს თემას და მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. 2023 წლის თემას წარმოადგენს -„ჯანმრთელობა ყველასათვის“.

75 წლის იუბილის აღსანიშნავად, ჯანმო აპირებს გასული წლების ტრანსფორმაციის შეჯამებას ჯანდაცვის სფეროში, რამაც უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 13 მილიონზე მეტი სიკვდილი გამოწვეულია გარემოსდაცვითი მიზეზებით, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია.

  • დაბინძურებული ჰაერი;
  • დაბინძურებული წყალი;
  • არასანათადო სანიტარული პირობები;
  • სახიფათო ქიმიკატები და მყარი ნარჩენები;
  • კლიმატის ცვლილება


ეს ის ჩამონათვალია, რომელთაც შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. დაბინძურებული გარემო ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორებიცაა: სიმსივნე, გულის დაავადებები, ინსულტი და ასთმა.

2023 წელს, ამ დღესთან დაკავშირებით ჯანმო სოციალურ მედიაში იყენებს ჰეშთეგებს #HealthForAll #WHO75