2023-03-06
ალცჰაიმერის დაავადება, დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ის პროგრესირებადია და რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის მეტყველებას და ცხოვრების ხარიხს საგრძნობლად აფერხებს. თავდაპირველად დემენცია მსუბუქი ფორმებით ვლინდება, ადაიმიანს პერიოდულად აღენიშნება აზროვნების და მეხსიერების დარღვევა, თუმცა დროსთან ერთად სიმპტომები უფრო შესამჩმევი ხდება. დაავადების მატარებელ პაციენტებს მის პროგრესირებასთან ერთად აღენიშნებათ მეხსიერების დაკარგვა, დისორიენტაცია, მეტყველების პრობლემები. დაავადების შესახებ, სტატისტიკასა და მის მართვაზე ისაუბრებს ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა „ჰელსიკორის“ ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი - ზურა ახალაია.
პირველ რიგში, რომ ვისაუბროთ, რას წარმოადგენს ალცჰაიმერის დაავადება, რამდენად გავრცელებულია დღეს ის მსოფლიოში, როგორია სტატისტიკა საქართველოში და რამდენად მართვადია დაავადება.
ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული პათოლოგიას წარმოადგენს, მისთვის დამახასიათებელია კოგნიტური და ქცევითი ფუნქციის დარღვევა. დაავადება არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს სიბერის თანმდევ პათოლოგიას, თუმცა ის ხანდაზმულებში არის გავრცელებული და 60 წელს ზევით ასაკში ვხვდებით, უფრო ხშირად კი 70 წლიდან. სტატისტიკის მიხედვით ალცჰაიმერის დაავადება 70-75 წლის ასაკში მსოფლიო მოსახლეობის5 % -ს აღენიშნება, 80-90 დაავადებულთა პროცენტულობა 12-ს აღწევს, რაც შეეხება 90 წელს გადაცილებულთა სტატისკიკას, უკვე შესამჩნევად გაზრდილია მაჩვენებელი და ის 40 % - ია. რთულია უშუალოდ საქართველოს სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა 2020 წლის მონაცემებით მსოფლიოში 55 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამ დიაგნოზით, სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება და ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის დემენციით მსოფლიოში 80 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს, ხოლო 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 139 მილიონამდე გაიზრდება. რაც შეეხება დაავადების მართვას, თუ გულისხმობთ განკურნებას, სამწუხაროდ არ არსებობს ესეთი რამ, თუმცა პაციენტის ოჯახის წევრები დროთა განმავლობაში სწავლობენ თუ როგორ გაუმკლავდნენ დიაგნოზს და როგორ დაამყარონ კომუნიკაცია სწორად ოჯახის წევრებთან, რომელთაც აღნიშნული დაავადება აწუხებს.
როგორ ხდება უშუალოდ დიაგნოზის დასმა?
ალცჰაიმერის დიაგნოზის დასმა ხდება ნევროპათოლოგის ან ფსიქოთერაპევტის მიერ, იწყება ანამნეზის შეკრება, ტარდება შესაბამისი კვლევები, როგორც კლინიკური, ასევე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული, ვატარებთ რამდენიმე სახის ტესტირებას, შემდეგ ყველა ზემოთხ სენებულის საფუძველზე ვიღებთ პასუხს თუ დემენციის რომელი ფორმა აწუხებს პაციენტს და სწორედ ამის მიხედვით ხდება შესაბამისი დანიშნულების გაცემა.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს, როდის ამჩნევს პაციენტი ან მისი ოჯახის წევერი, რომ მასშესაძლოა ალცჰაიმერის დაავადებასთან ქონდეს საქმე?
პირველი და ყველაზე ხშირი სიმპტომი არის გულმავიწყობა, ადამიანი ვერ იხსენებს ახლო წარსულში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა უფრო გვიანი პერიოდის მეხსიერება შენარჩუნებული აქვს. დისორიენტაცია - ადამიანი მისთვის ნაცნობ ადგილს ვეღარ ცნობს, ვერ იხსენებს სახლის მისამართს, ავიწყდება ის თარიღები, რომელიც ყოველთვის ახსოვდა, აღსანიშნავია რომ დროში და სივრცეში დეზორიენტაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დამახასიათებელია დაავადების. ამას მოსდევს მეტყველებაში სირთულეები, შესამჩნევი პიროვნული ცვლილებები, გუნება-განწყობის რადიკალური ცვლილება. დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები, რომელიც თავდაპირველად მსუბუქი ხასიათისაა უფრო პროგრესირებს და შესაძლოა პიროვნებამ სრულიად დაკარგოს ოჯახის წევრების ცნობის უნარი.
როგორია გენეტიკური როლი ალცჰეიმერის განვითარებაში და რა შეიძლება იყოს მისიგამომწვევი მიზეზი?
ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევათა უმეტესობა არ წარმოადგენს გენეტიკური ნიშნის მატარებელს, თუმცა ალცჰაიმერის აუტოსომურ დომინანტური ვარიანტი, რომელიც შემთხვევათა 5%-ზე ნაკლებია, თითქიმის ყოველთვის ადრეულ ასაკში ვლინდება. შემთხვევები ვლინდება მინიმუმ 2 თაობის 3 წარმომადგენელში, რომელთაგან 2 პირელი ხარისხის ნათესავია. ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინის უჯრედებში ხდება ცილოვანი ბეტა-ამილოიდური ფოლაქების ჩალაგება, რაც უჯრედების დაზიანების მიზეზია. ვასკულურული დემენციის დროს უჯრედების დაზიანებას იწვევს ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები. ხშირად, ვასკულურული დემენცია ინსულტის შემდეგ იჩენს თავს. ფრონტო-ტემპორალური დემენციის დროს კი ხდება თავის ტვინის ქერქის შუბლის და საფეთქლის წილის უჯრედების თანდათანობითი კვდომა.
არსებობს რაიმე სახის პროფილაქტიური მკურნალობა ან წინასწარი განსაზღვრა ალცჰეიმერის დაავადების?
შეუძლებელია წინასწარ მოხდეს განსაზღვრა, დაუდგინდება თუ არა ადამიანს ალცჰაიმერი, როდესაც მას არავითარი ნიშნები არ აღენიშნება. თუმცა სამედიცინო პროფილაქტიკა ნამდვილად ხელს უწყობს დაავადების წინა ნიშნების დაფიქსირებას. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ტვინის სავარჯიშოები, სპორტი და ფიზიკური აქტივობა დასწორი კვება.