2022-09-21
21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა
#WorldAlzheimersDay
ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზა. ის გავლენას ახდენს ადამიანის მეხსიერებაზე და იწვევს მენტალური აქტივობის დაქვეითებას გაცილებით მაღალ ხარისხში, ვიდრე დაბერების პროცესის მიმდინარეობისას.
დაავადება გავლენას ახდენს მეხსიერებასა და აზროვნებაზე, მეტყველებაზე, აღქმაზე, ორიენტაციასა და მსჯელობის უნარზე, ასევე შემეცნებაზე.
დაავადება გერმანელმა ფსიქიატრმა - ალიოს ალცჰაიმერმა 1901 წელს აღმოაჩინა, სწორედ მისი გვარის მატარებელია დღეს დაავადება, რომლითაც მსოფლიოში 55 მილიონი ადამიანია დაავადებული.