2023-05-01
სეზონური ალერგიები მსოფლიოს მოსახლეობის 40 % - ს აწუხებს. ყველაზე ბევრ სეზონურ ალერგიას კი გაზაფხულზე ვხვდებით, ამის მიზეზი ძირითადად მცენარეების მტვრის გამოყოფა და ყვავილობაა.
მცენარეების ყვავილობისას ჰაერში იფრქვევა მტვერი, ადამიანის პირსა და ცხვირში მოხვედრისას ჩვენი ორგანიზმი იწყებს თავდაცვას, ვინაიდან მას საფრთხედ აღიქვამს და იწყება ანტისხეულების გამოყოფა, რომლებიც ალერგენებს ესხმიან თავს. ამ დროს სისხლში ხდება ჰისტამინების ქიმიკატების გამოყოფა, ისინი კი თავის მხრივ იწვევეს სხვადასხვა ალერგიულ სიმპტომს.
კვიპაროსი, თელა, გვიმრა, ამბროზია, ავშანი, ღვია, ნეკერჩხალი, მურყანი, ასპენი, წიფელი, კედარი, თუთა, მუხა, ზეთისხილის ხე, პალმა, ფიჭვი, ვერხვი, ტირიფი - ეს იმ მცენარეების მცირედი ჩამონათვალია, რომელთა მიმართ ადამიანი ალერგიული შეიძლება იყოს. ძირითადად ალერგიის გამოწვევა შეუძლია იმ მცენარეებს, რომლებშიც მოჭარბებულია ეთერზეთები.
ეს ყველაზე გავრცელებული ალერგიული გამოხატულებებია და მათი პრევენციისთვის და თავიდან ასაცილებლად ექიმები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ:
იმ შემთხვევაში თუ სეზონური ალერგია გაწუხებთ, კონკრეტულად კი ყვავილობისას გამოწვეული, ხშირად დაიბანეთ თმა და ატარეთ შეკრულ მდგომარეობაში, რათა არ მოხდეს ყვავილის და მცენარეების მტვრის სხეულზე დარჩენა;
ეცადეთ ჰაერზე არ გაატაროთ დიდი დრო დღის 12:00 საათამდე;
სახლში დაბრუნებისას გამოიცვალეთ ტანსაცმელი და გარეცხეთ ის;
სახლი დაამუშავეთ სველი წესით და ეცადეთ ფანჯრები დახურული გქონდეთ;
ატარეთ მზის სათვალე
იმ შემთხვევაში თუ პრევენციული ზომების მიღებამ არ გამოიწვია შედეგი, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა მოხდეს შესაბამისი მედიკამენტების დანიშვნა და დროული მკურნალობა