2022-02-15
„აქსიალური სპონდილიტი“ - ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი, ახალგაზრდა ასაკში განვითარებული ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილს წარმოადგენს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, ის არღვევს ადამიანის ცხოვრების რიტმს და იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, დაავადების შესახებ, კლინიკა ჰელსიკორის ექიმი-რევმატოლოგი - ნინო დვალიშვილი გვესაუბრება.
ქალბატონო ნინო, „აქსიალურ სპონდილიტზე“ რომ ვისაუბროთ, რატომ არის საყურადღებო განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში განვითარებული ზურგის ტკივილი და რა რევმატოლოგიურ პათოლოგიაზე შეიძლება მივიტანოთ ეჭვი?
თუკი პაციენტის ასაკი 40 წელზე ნაკლები და მას აწუხებს ნელა პროგრესირებადი ქრონიკული ტკივილი - ზურგის, წელის, გავა-თეძოს მიდამოში, ირადიაციით კიდურებში, დილის შებოჭილობა ხერხემალში, მოძრაობის შეზღუდვა 60 წუთზე მეტხანს , თუკი ტკივილი მცირდება ფიზიკური აქტივობის, ვარჯიშის დროს, მაგრამ ძლიერდება მოსვენებულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით ღამის საათებში გავა-თეძოს შესახსრება პალპაციით მტკივნეულია და გულმკერდის სუნთქვითი ექსკურსია შემცირებულია თუ აღნიშნული სიმპტომები გრძელდება არანაკლებ სამი თვისა, მაშინ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს აქსიალური (ჩივილებით, მაგრამ გამოხატული რენტგენოლოგიური ნიშნების გარეშე) ან მაანკილოზებელი სპონდილიტი (როგორც ჩივილებით, ასევე სტრუქტურული, რენტგენოლოგიური გამოვლინებებით).
Რა არის „აქსიალური სპონდილიტი”, Როგორ ხდება მისი დიფერენცირება და საბოლოო დიაგნოზის დასმა?
სპონდილიტი - ეს არის ქრონიკული აუტოიმუნური ანთებითი დაავადება, იგი მიეკუთვნება სერონეგატიური ართრიტების ჯგუფს, მისი მიმდინარეობა გარკვეულწილად დამოკიდებულია გენეტიკური მარკერის HLA-B27 ანტიგენის არსებობაზე (გვხვდება დაახლ 90 % ში), ასევე მაპროვოცირებელ ფაქტორებზე ძველი, ნიუ-იორკის კრიტერიუმებით დიაგნოზის დასასმელად კლინიკურ გამოვლინებებთან ერთად საჭირო იყო ხილული რენტგენოლოგიური დაზიანებების აღმოჩენა, როგორიცაა - ორმხრივი, სიმეტრიული საკროილეიტი, სინდესმოფიტები და ა. შ.
ამჟამად, ამერიკის რევმატოლოგთა კოლეგიის მიერ დამტკიცებული ახალი კრიტერიუმების თანახმად (2009 წლიდან) - “აქსიალური სპონდილიტის” სადიაგნოსტიკოდ გამოყვეს პაციენტების ქვეჯგუფი - 45 წელს ქვემოთ , ხერხემლის გასწვრივ ტკივილით, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, HLA-B27 + , MRI ზე ანთების და შეშუპების ნიშნებით. ეს არის მაანკილოზებელი სპონდილიტის ცენტრალური ფორმა, თუმცა გარდა ხერხემლისა, შესაძლოა სხვა სახსრების და ორგანოების დაზიანებაც, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის, მხრის, მკერდ-ლავიწის , საფეთქელ- ქვედაყბის და სხვა სახსრების დაზიანებაც 30 %-ში.
Რა არსებითი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ აღმოჩენას?
იმის გამო, რომ წლების წინ რენტგენოლოგიური ცვლილებების და ხილული დეფორმაციების გამოვლინებამდე არ ან ვერ ხდებოდა დიაგნოზის ვერიფიცირება, მკურნალობაც არასაკმარისად ეფექტური იყო. სწრაფ პროგრესირებას მოჰყვებოდა ხერხემლის დეფორმაცია ე.წ.“მთხოვნელის პოზა“, სწორედ ამიტომ მოხდა გამიჯვნა, აქსიალური და მაანკილოზებელი სპონდილიტის. რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა დაიწყება სტრუქტურული დაზიანებების გამოვლენამდე, მით უფრო კეთილსაიმედო იქნება გამოსავალი, მითუმეტეს როდესაც თანამედროვე რევმატოლოგიას აქვს ახალი ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ დაავადების.
გარდა ძვალ-სახსროვანი სისტემისა, სხვა ორგანოებიც თუ ერთვებიან პროცესში?
დიახ, 10-30%-ში შესაძლოა თვალის, ფილტვების, აორტის, თირკმლის, კუჭ-ნაწლავის, ნერვული სისტემის მხრივ გამოვლინებები.
Მკურნალობის მეთოდებზე რას გვეტყვით?
Მკურნალობის მიზანია ანთებითი პროცესის შეჩერება - ანთებითი ციტოკინების ბლოკირების გზით და სახსრების ფუნქციის, მობილობის შენარჩუნება, რაც მიიღწევა როგორც მედიკამენტოზური, ასევე დამხმარე - ფიზიოთერაპიული და შესაძლოა ქირურგიული მეთოდებით. მკურნალობის დაგეგვმა და მართვა ხდება რევმატოლოგის მიერ, პროგნოზი კეთილსაიმედოა.