2022-03-21

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

დაუნის სინდრომი, ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, მას 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება;

1866 წელს ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლანგდონ დაუნმა პირველად აღწერა ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რასაც შემდგომ მისივე სახელი, დაუნის სინდრომი ეწოდა;

სტატისტიკურად, წლის მანძილზე დაახლოებით 6000 ბავშვი იბადება დაუნის სინდრომით, რაც ყოველი 700 ბავშვიდან 1 ახალშობილს ნიშნავს 

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს