2022-11-14
არსებობს შაქრიანი დიაბეტის სამი სახეობა: პირველი, მეორე და გესტაციური. გესტაციური შაქრიანი დიაბეტი ვითარდება ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ტიპი 1 დიაბეტი წარმოადგენს ავტოიმუნურ დაავადებას, ამ დროს ოგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს და აუცილებელი ხდება მისი ყოველდღიური მიწოდება ორგანიზმისთვის.
ტიპი 2 დიაბეტისას, ორგანიზმი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს ან პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ დაქვეითებულია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში 420 მილიონ ადამიანს აწუხებს აღნიშნული დიაბეტის ფორმებიდან ერთ-ერთი.
დიაბეტით დაავადებულთა 90-95 % აქვს ტიპი 2 დიაბეტი, დაახლოებით 5 % აწუხებს ტიპი 1, ხოლო დაავადებულთა 1 % შეადგენს გესტაციური დიაბეტის მატარებლები.
პირველი ტიპის დიაბეტი ვითარდება ადრეულ ასაკში, ხოლო მეორე ტიპის დიაბეტი 40 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში არის გავრცელებული.
დიაბეტის პრევენციისთვის: იყავით ფიზიკურად აქტიურები, ხშირად იარეთ ფეხით ან ისარგებლეთ ველოსიპედით - კვირაში მინიმუმ 150-200 წუთი. ჭარბი წონის შემთხვევაში, ეცადეთ დაიკლოთ სხეულის მასის 7-8 % - ეს ხელს შეუწყობს დიაბეტის რისკის განვითარებას. მიირთვით ჯანსაღი საკვები და მეტი ბოსტნეული - მას შეუძლია ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების მიწოდება.
დაგეგმეთ ვიზიტი ენდოკრინოლოგთან და მიიღეთ საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია - თქვენი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის