კორონა ვირუსი და პანდემია კოვიდ 19

2022-11-12

კორონა ვირუსი: ჯერ კიდევ აქტუალური საკითხები (2022)

კორონავირუსის პანდემია ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. 

2019 წელს, დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში დაწყებული კორონა ვირუსი სხვა ქვეყნებსაც მალევე მოედო. დაწყებიდან 2 თვეში, 2020 წლის მარტს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. 

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალი პანდემია არსებობდა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ადამიანების ცხოვრებაზე. კოვიდი ერთ-ერთი ასეთი მძიმე შემთხვევა აღმოჩნდა, რომელიც ჯერ ისევ ჩვენთანაა და დღემდე ვიმკით მის შედეგებს.

ბლოგში ვისაუბრებთ საიდან დაიწყო პანდემია, როგორ განვითარდა დაავადება და რა მახასიათებლები გააჩნია კოვიდს.

პანდემია

პანდემია არის ინფექციური დაავადების ეპიდემია, რომელიც დიდ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე ვრცელდება -  რამდენიმე კონტინენტზე, ან მთელ მსოფლიოში და ადამიანთა მნიშვნელოვან რაოდენობას მოიცავს.

ენდემური (მხოლოდ გარკვეული ადგილისათვის დამახასიათებელი) დაავადება, რომელიც ადამიანების სტაბილურ რაოდენობას აინფიცირებს, არ არის პანდემია. შესაბამისად, ფართოდ გავრცელებული სეზონური გრიპი, არ არის პანდემია. სეზონური გრიპი ერთდროულად გვხვდება სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ მთელ მსოფლიოში არაა წარმოდგენილი.

კოვიდ პანდემია - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიშროება

ისტორიაში ყველაზე ფატალური პანდემია შავი ჭირი იყო, რომელმაც მე-14 საუკუნეში დაახლოებით 75-200 მილიონი ადამიანი შეიწირა. “პანდემია” ტერმინი მაშინ არ გამოიყენებოდა, ის მოგვიანებით შემოვიდა და 1918 წლის გრიპის პანდემია, ასევე ცნობილი ცნობილი როგორც “ესპანური გრიპი”, უკვე ამ ტერმინით მოიხსენიებოდა.

ამჟამინდელი პანდემიების სიაში შედის აივ/შიდსი და კოვიდი.

კორონა ვირუსი

კორონა ვირუსი მიეკუთვნება Coronaviridae-ს ოჯახს. გვირგვინისებური ფორმის (Corona) გამო დაერქვა ეს სახელი. კორონა ვირუსით ინფიცირდებიან როგორც ადამიანები, ისე ცხოველები და წარმოიშობა სასუნთქი გზების დაავადებები.

ის ერთ დადებითჯაჭვიანი, რნმ-ის (რიბონუკლეინის მჟავა) შემცველი საშუალო ზომის ვირუსი. გენომის ზომა 26-36 კილობაზას უდრის. ამის გამო, ადვილად განიცდის მუტაციას, მარტივად წარმოიქმნება ახალი შტამები, რომლებიც სწრაფი გავრცელებითა და სახეობიდან სახეობაზე გადასვლის მაღალი პოტენციალით ხასიათდებიან. 

კორონა ვირუსი იგივე კოვიდ 19

კორონა ვირუსი 4 სხვადასხვა გვარით გვხვდება: Alphacoronavirus (α-CoV), Betacoronavirus (β-CoV), Gammacoronavirus (γ-CoV) და Deltacoronavirus (δ-CoV). ეს უკანასკნელი მხოლოდ ფრინველებშია.

მისი სხვადასხვა ტიპი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ძალიან მსუბუქ ინფექციებს იწვევს, მაგალითად, ე.წ. გაციებას. ცხოვრების განმავლობაში უმეტესობა ადამიანებისა ერთი, ან რამდენიმე ამ ვირუსით ერთხელ მაინც ინფიცირდება.

ბოლო მონაცემებით არსებობს 7 სახეობის კორონა ვირუსი. მათ შორისაა „ჩვეულებრივი“ რესპირატორული სინდრომის გამომწვევი 229E, NL63, OC43, HKU1, რომელზეც ე.წ. “გაციების ვირუსის” დაახლოებით 10% მოდის.  

მათ გარდა, სახეობების სიაში შედის ახლად აღმოცენებული მაღალ პათოგენური კორონავირუსები:

• MERS-CoV-beta კორონა ვირუსი. ეს დაკავშირებულია შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომთან -  Middle East Respiratory Syndrome, (MERS)

 • SARS-CoV-beta კორონა ვირუსი, რომლითაც გამოწვეულია მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS)

• ახალი 2019 Novel კორონა ვირუსი (2019-nCoV), რომელსაც ახლა მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2) ეწოდება. სწორედ  SARS-CoV-2-ის მიერაა გამოწვეული  დაავადებაა კოვიდ 19, იგივე კოვიდი.

შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS)

შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS) სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელსაც იწვევს MERS (MERS-CoV). იგი პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში გამოვლინდა. აქედან ნელ-ნელა გავრცელდა არაბეთის ნახევარკუნძულზე და სხვა მეზობელ ქვეყნებში. 

არაბეთის ნახევარკუნძულის გარდა, კორეის რესპუბლიკა იყო ის ქვეყანა, სადაც ეპიდაფეთქებამ ყველაზე მასშტაბური ფორმა მიიღო. როგორც ექსპერტები იუწყებიან, ეს მდგომარეობა პრევენციული ღონისძიებების დაგვიანებამ გამოიწვია. 

პირველი დაინფიცირებული ბევრ საავადმყოფოს ეწვია, რის შემდეგაც გავრცელდა ინფექცია. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მკაცრი კარანტინი, პოტენციურად გადამდები ადამიანების იზოლაცია გადამწწყვეტი აღმოჩნდა, რომ დაავადება მეტად არ გავრცელებულიყო. 

დღეის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 2500-მდე შემთხვევაა გამოვლენილი,  გარდაცვლილთა რიცხვი კი 858-ს შეადგენს. საქართველო არ შედის ამ სიაში, ვინაიდან MERS-CoV ჩვენთან არ დაფიქსირებულა.

მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) 

SARS პირველად 2003 წლის თებერვალში გამოვლინდა, აზიაში, თუმცა რეტროსპექტული კვლევის შედეგად ნათელი გახდა, რომ პირველი შემთხვევა 2002 წლის ნოემბერში - ჩინეთის გუანგდონგის პროვინციაში დაფიქსირდა.

მომდევნო თვეების განმავლობაში ჩინეთიდან დაავადება გავრცელდა სხვა კონტინენტებზე - ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აზია. საქართველოში არ გამოვლენილა SARS-ის შემთხვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რუსეთი იყო ერთადერთი, სადაც ერთი ადამიანი დაინფიცირდა. 

მსოფლიოს მასშტაბით სულ 26 ქვეყანაში გავრცელდა და 8098 შემთხვევაა გამოვლენილი.  გარდაცვლილთა რიცხვი 774-ია (9.55%). 

SARS სხვა რესპირატორული ვირუსების იდენტურია. ის ხასიათდება 38°-მდე ტემპერატურით, თან ახლავს ზოგადი სისუსტე, ისევე როგორც თავის, კუნთების ტკივილი. 

SARS პირველად ჩინეთის ბაზარში გამოვლინდა. აქ არაერთი ცხოველი იყიდება. მათ შორის გარეული თრითინა, იგივე მუსანგი.

მუსანგი დელიკატესია სამხრეთ ჩინეთში. ზუსტად ეს ცხოველი აღმოჩნდა  SARS-ის მატარებელი. კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ადამიანები და მუსანგები გამოყოფენ ისეთ ვირუსებს, რომლებიც 99.8%-ით ერთმანეთის მსგავსია.

დაავადება ვრცელდება როგორც კონტაქტური, ასევე წვეთოვანი გზით. ავადმყოფი როცა ახველებს და აცემინებს, ამ დროს გამოიყოფა ნაწილაკები და ასე ვრცელდება ვირუსი. შესაძლებელია არაპირდაპირი გზით გადაცემა - სხვადასხვა კონტამინირებული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით. ასევე, რისკფაქტორია  ავადმყოფის ბიოლოგიურ სეკრეტებთან რაიმე სახის კონტაქტი.

სამედიცინო დაწესებულებებში SARS კონტროლდება შემდეგნაირად:

- რესპირაციული და ხველის ჰიგიენის დაცვა

- იზოლაცია. შემზღუდველი ღონისძიებები მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი. პაციენტის მნახველები, სამედიცინო პერსონალის სისტემატურად მოწმდება.

თუ გსურთ ჩაიტაროთ პოსტ-კოვიდური კვლევა, იხილეთ მითითებული ბმული.

მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონა ვირუსი 2 (SARS-CoV-2)

კოვიდ პანდემიისა და კორონა ვირუსის ვაქცინა

მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონა ვირუსი 2 (SARS-CoV-2) დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალური რნმ კორონავირუსია. ის ადამიანებში გადამდებია და SARS-CoV-2-სგანაა გამოწვეული ამჟამინდელი კორონავირუსის პანდემია.

ის გენეტიკურად ჰგავს სხვა კორონავირუსებს და მიჩნეულია, რომ ცხოველებისგან მომდინარეობს.  შუამავალი ცხოველი, რომლისგანაც ადამიანებში გავრცელდა ვირუსი, ითვლება რომ არის პანგოლინი.

SARS-CoV-2 კლასიფიცირდება მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსების (SARSr-CoV) სახეობად. დაავადება SARS-თან რომ არ მოხდეს გაიგივება, WHO - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას ხშირად მოიხსენიებს, როგორც კოვიდ 19-ის გამომწვევ ვირუსს.

მოკლე შეჯამება

კორონავირუსები დიდი ხანია რაც არსებობენ. ეს არის ვირუსების ვრცელი ოჯახი, რომელშიც შედის 7 განსხვავებული ტიპი. ისინი იწვევენ სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს - მსუბუქი ხველიდან დაწყებული, მძიმე სასუნთქი გზების დაავადებებით დამთავრებული.

ამ ოჯახის წევრია ახალი კორონა ვირუსი, იგივე SARS-CoV-2, რომელმაც გამოიწვია კოვიდი. მეცნიერების აზრით, ეს ვირუსი დიდი ხანია არსებობს ცხოველებში. ზუსტად მათგან გავრცელდა კორონა ვირუსი ადამიანებში და დაიწყო კორონავირუსის პანდემია.

COVID - 19 ანუ კოვიდი

ფაიზერის აცრა კორონა ვირუსის დროს, იგივე კოვიდ 19

კოვიდი, კორონა, კოვიდ 19 - ყველა ეს სახელი, რომელიც ასე ხშირად გვესმის, მოგვეხსენება, რომ შემოკლებული, ან არასრული დასათაურებაა. რეალურად, COVID - 19-ის სრული დეფინიცია არის COronaVIrus Disease 2019 — „კორონავირუსული დაავადება 2019“. 

როგორც უკვე მიმოვიხილეთ, კოვიდი გამოიწვია კორონავირუსების ერთ-ერთმა ტიპმა - მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონა ვირუსი 2-მა (SARS-CoV-2).

SARS-CoV-2 პასუხისმგებელია ისეთ გართულებებზე, როგორიცაა სასუნთქი გზების ინფექცია. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც ზედა - სინუსები, ცხვირი, ყელი, ასევე ქვედა სასუნთქ გზებზე -  მილი, ფილტვები.

ვრცელდება ისევე, როგორც სხვა კორონა ვირუსი - ძირითადად კონტაქტის გზით. სხვა კორონავირუსები იწვევენ უბრალო “გაციებას”, რომელიც არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ჯანმრთელი ადამიანისთვის. SARS-CoV-2 ახალი კორონა ვირუსი  კი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე საკმაოდ მძიმე გართულებები გამოიწვიოს.

აქვე, თუ სასუნთქი გზების პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ გაიგოთ, რას მოიცავს პულმონოლოგია და როგორ უმკურნალოთ თქვენს დაავადებას.

კოვიდის სიმპტომები და გართულებები

ადამიანმა შეიძლება ატაროს ვირუსი 2 დღიდან 14 დღემდე პერიოდის განმავლობაში, სანამ კოვიდის სიმპტომები განვითარდება. ზოგჯერ ინკუბაციური პერიოდი შეიძლება იყოს 2 კვირაზე მეტი.

კოვიდის სიმპტომები საკმაოდ ფართოა და მოიცავს:

- ცხელება

- ხველა

- ჰაერის უკმარისობა

- სუნთქვის გაძნელება

- დაღლილობა

- შემცივნება, ზოგჯერ კანკალი

- სხეულის ტკივილი

- თავის ტკივილი

- ყელის ტკივილი

- შეშუპება / ცხვირიდან გამონადენი

- სუნის, ან გემოს დაკარგვა

- გულისრევა

- დიარეა

კოვიდის სიმპტომები, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებულად ვლინდება ადამიანებში. COVID-19-ს ის მქონე პირებს შეიძლება ჰქონდეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან ზოგიერთი, ყველა, ან არც ერთი მათგანი. 

როგორც ვხედავთ, კოვიდის სიმპტომები საკმაოდ ბევრია. ხშირად მიჩნეულია, რომ სიცხეა კოვიდის ყველაზე გავრცელებული გართულება. თუმცა, 2020 წლის ივლისში 213 მსუბუქი დაავადების მქონე ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მათგან მხოლოდ 11,6 პროცენტს ჰქონდა ცხელება, მაგრამ ჰქონდათ სხვა კოვიდის სიმპტომები.

ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გულის პრობლემები და საჭირო გახდეს გულის დაავადებების მკურნალობა (იხ.სტატია),  ღვიძლის პრობლემები, სეპტიური შოკი, სიკვდილი. 

COVID-19-ის მრავალი გართულება შეიძლება გამოწვეული იყოს მდგომარეობით, რომელიც ცნობილია როგორც ციტოკინის სინდრომი, ან ციტოკინის ქარიშხალი.

რას იწვევს ციტოკინის სინდრომი?

ამ დროს ინფექცია ათრიგერებს იმუნურ სისტემას, რომ მანდ დატბოროს სისხლი ანთებითი პროტეინებით, რომელსაც ციტოკინები ეწოდება. მათ შეუძლიათ ქსოვილის მოკვლა, ორგანოების დაზიანება. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ფილტვების გადანერგვა.

თუ საკუთარ თავში, ან სხვა ადამიანში შეამჩნევთ შემდეგ მძიმე სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:

  • სუნთქვის გაძნელება, ან ქოშინი
  • მუდმივი ტკივილი, ან წნევა
  • დაბნეულობა
  • როცა ადამიანი ბოლომდე ვერ ფხიზლდება/იღვიძებს
  • მოლურჯო ტუჩები, ან სახე

ჩინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით ყველაზე გავრცელებული კოვიდის სიმპტომები:

- ცხელება - 99%

- დაღლილობა - 70%

- ხველა - 59%

- მადის ნაკლებობა - 40%

- სხეულის ტკივილი - 35%

- ქოშინი - 31%

- ლორწო/ნახველი - 27%

ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ჰოსპიტალიზირებულია COVID-19-ის გამო, ასევე აქვს სისხლის შედედება - მათ შორის ფეხებში, ფილტვებში და არტერიებში.

კოვიდის სიმპტომები, როცა ადამიანი 2 დოზითაა აცრილი

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, როგორც აცრილი, ასევე აუცრელი ადამიანები მსგავსი გართულებებით ხასიათდებოდნენ.  თუმცა, გამოიკვეთა ერთი ტენდენცია - ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად სერიოზულად ავადდებოდნენ და უფრო სწრაფად უმჯობესდებოდნენ.

2 ვაქცინის შემდეგ კოვიდის სიმპტომები რეიტინგის მხრივ ასე ნაწილდება:

- ყელის ტკივილი

- სურდო

- გაჭედილი ცხვირი

- მუდმივი ხველა

- თავის ტკივილი

სუნის დაკარგვა, ქოშინი, ცხელება, სიაში 6, 29 და მე-8 ადგილზე ნაწილდებიან. 

ამ კვლევის მიხედვით, აცრილი ადამიანები, რომლებსაც ვაქცინის შემდეგ დაუდასტურდათ კოვიდი, ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ცემინება ერთ-ერთ მთავარი პრობლემნა იყო. 

კოვიდ 19 სიმპტომები ერთი ვაქცინის შემთხვევაში

რეიტინგი იცვლება ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ:

- თავის ტკივილი

- სურდო

- ყელის ტკივილი

- ცემინება

- მუდმივი ხველა

როგორც ვხედავთ, მხოლოდ ერთხელ ვაქცინირებულებისთვის, მუდმივი ხველა მეხუთე ადგილზეა. თავის ტკივილმა პირველზე გადაინაცვლა, ხოლო ცემინება კი მეოთხეზეა.

COVID-19 სიმპტომები არავაქცინირებულებისთვის

- თავის ტკივილი

- ყელის ტკივილი

- სურდო

- ცხელება

- მუდმივი ხველა

ყნოსვის დაკარგვა მე-9 ადგილზეა, ხოლო ქოშინი 30-ე ადგილზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადრე დაფიქსირებული სიმპტომები იცვლება ვირუსის განვითარებად ვარიანტებთან ერთად.

ყელის ტკივილი კორონა ვირუსის დროს

ყელის ტკივილი კორონა ვირუსის დროს

ჩამოწერილი სიებიდანაც ჩანს, რომ ყელის ტკივილი უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს კოვიდს. ყელის ტკივილი კორონა პანდემიისას ფაქტობრივად ყველა ინფიცირებულს რაღაც ფორმით მაინც ჰქონდა.

ომიკრონის სიმპტომები

ომიკრონი და მისი ქვევარიანტები, უმეტესწილად, იწვევენ ნაკლებად ფატალურ ინფექციებს, ვიდრე ამას წინა ვარიანტები აკეთებდნენ. განსაკუთრებით თუ შევადარებთ დელტა ვარიანტს, ან თავდაპირველ შტამს. 

გართულებების სიმძიმის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ ვირუსი არ იჭრება ფილტვებში ისე, როგორც წინა ვარიანტები, მაგრამ რჩება  მაღლა სასუნთქ გზებში.

ამგვარად, ომიკრონის დროს პაციენტებს ჰქონდათ უფრო ბრონქიტის მსგავსი პრობლემები, ვიდრე პნევმონიისთვის დამახასიათებელი თვისებები.

რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ომიკრონის სიმპტომები?

ზოგადად, სიმპტომები უფრო მოკლე და მსუბუქია აცრილ ადამიანებში, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანებში.

საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტისთვის მკურნალობის პერიოდი ხანმოკლეა ომიკრონის ქვევარიანტების შემთხვევაში.

ომიკრონის სიმპტომები:

- ყელის ტკივილი

- უხეში ხმა

- ხველა

- დაღლილობა

- ცხვირის შეშუპება

- სურდო

- თავის ტკივილი

- კუნთების ტკივილი

ადრინდელი ვარიანტებისგან განსხვავებით, როგორიცაა დელტა, რომელიც გავლენას ახდენდა ფილტვებზე, ომიკრონის სიმპტომები უფრო ხშირად დაკავშირებულია ზედა სასუნთქ გზებთან.

ინფიცირებულ პირს ომიკრონის სიმპტომები უფრო მოკლე პერიოდში უვლინდება, ვიდრე ეს წინა ვარიანტების დროს ხდებოდა.

დელტა შტამის სიმპტომები

უკვე განვიხილეთ ომიკრონის სიმპტომები, ხოლო დელტა შტამის შემთხვევაში სხვა სიტუაციაა.

დელტა შტამის სიმპტომები იგივეა, რაც კოვიდის პირვანდელ ვარიანტს ახასიათებს. თუმცა, ექიმების თქმით, ადამიანები უფრო სწრაფად ავადდებიან დელტა შტამის დროს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. კვლევებმა აჩვენა, რომ დელტა შტამის სიმპტომები სასუნთქ გზებში უფრო სწრაფად ვლინდება და ბევრად უფრო დიდ მასშტაბებზე გადის.

დელტა შტამი 50%-ით უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ალფა, რომელიც 50%-ით უფრო გადამდები იყო, ვიდრე კოვიდის თავდაპირველი შტამი. 

ისეთ გარემოში, სადაც არავინ არის ვაქცინირებული, ან არავინ არ ატარებს ნიღაბს,  ორიგინალური შტამით დაავადებული ადამიანის, აინფიცირებს საშუალოდ 2,5 სხვა ადამიანს. იმავე სიტუაციაში, დელტა ვარიანტი გავრცელდებოდა ერთიდან 3,5 ან 4 სხვა პიროვნებაზე.

როგორც წესი, ვაქცინირებული ადამიანები უსიმპტომოები არიან, ან აქვთ ძალიან მსუბუქი გამოვლინებები. ვაქცინირებულთათვის დელტა შტამის სიმპტომები უფრო ჰგავს ე.წ. გაციებას, როგორიცაა ხველა, ცხელება, ან თავის ტკივილი, პლუს ყნოსვის დაკარგვა.

კოვიდი და დიაბეტი

კოვიდი და დიაბეტი

დიაბეტის მქონე ადამიანები უფრო მეტად ხასიათდებიან COVID-19-ის სერიოზული გართულებებით. ზოგადად, შაქრიანი დიაბეტი (იხ.სტატია) განაპირობებს იმას, რომ პაციენტებს მძიმე სიმპტომები და გართულებები აქვთ ნებისმიერი მძიმე ვირუსით ინფიცირებისას.

დიაბეტთან ერთად სხვა დაავადებების არსებობამ, იქნება ეს გულის დაავადებები - ინფარქტი (გულის შეტევა), ან სხვა გართულებები, შეიძლება გაზარდოს COVID-19-ით სერიოზულად დაავადების შანსი. 

ასეთივე გავლენა აქვს სხვა ვირუსულ ინფექციებს, რადგან ერთზე მეტი სერიოზული ავადობის შემთხვევაში, ორგანიზმს ძალიან უჭირს ინფექციასთან ბრძოლა.

ვირუსული ინფექციები ხშირად ართულებენ ანთებას, ან შინაგან შეშუპებას დიაბეტის მქონე ადამიანებში. ეს ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით, ხოლო ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე გართულებები.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, თუ ადამიანს აქვს კოვიდი, მას ეზრდება დიაბეთით დაავადების რისკი. 18 წელზე უმცროსი ახალგაზრდების შემთხვევაში, დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი შანსია მათი კოვიდით დაინფიცირებიდან 30 დღეზე მეტი ხნის შემდეგ. COVID-19-მა ძალიან ცუდი ზეგავლენა რომ არ იქონიოს პაციენტის ჯანმრთელობაზე, აუცილებელია დიაბეტი მაქსიმალურად იყოს მართული. 

დღეს ენდოკრინოლოგია (მედიცინის დარგი) საკმაოდ განვითარებულია და პროფესიონალების ჩართულობით შესაძლებელია დიაბეტის კონტროლი.

ფაიზერის ვაქცინა

ფაიზერის ვაქცინა რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა

ფაიზერი, იგივე Pfizer-BioNTech, არის mRNA-ზე დაფუძნებული კოვიდის ვაქცინა, რომელიც შემუშავებულია გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის BioNTech-ის მიერ. კოვიდის ვაქცინის შესაქმნელად BioNTech-მა ითანამშრომლა ამერიკულ კომპანია Pfizer-თან.

ფაიზერის ვაქცინა მოიცავს ორ დოზას. მეორე აცრა კეთდება პირველიდან 21 დღის შემდეგ. ის იყენებს mRNA ტექნოლოგიას, რომელზეც მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ყველაზე ადრეული წარმატებული mRNA ვაქცინის კლინიკური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2008 წელს.

პრეპარატში შედის mRNA ვაქცინა, რაც ფაიზერს სხვა ტიპის პრეპარატებთან შედარებით ნაკლებად სტაბილურს ხდის. ამის გამო, საინექციოდ მომზადების შემდეგ ის უნდა ინახებოდეს ულტრა ცივ ტემპერატურაზე -80°C -60°C შორის.

განზავებისა და გამოსაყენებლად მომზადების შემდეგ, ფაიზერის ვაქცინა 6 საათის განმავლობაშია ვარგისი ოთახის ტემპერატურაზე. ამ პერიოდის დასრულების შემდეგ ის აღარაა ვარგისი, შესაბამისად აღარ შეიძლება აცრა.

რამდენად უსაფრთხოა

ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტის (GACVS) ექსპერტთა ჯგუფი დამოუკიდებელ და ავტორიტეტულ დასკვნებს აქვეყნებს ვაქცინის უსაფრთხო გამოყენების საკითხზე 2021 წლის ოქტომბერში, GACVS COVID-19 ქვეკომიტეტმა დაასკვნა, რომ ფაიზერის ვაქცინა გამოირჩევა აშკარა სარგებლიანობით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს კოვიდი. ფაიზერის ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში საგრძნობლად ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკებს.

რამდენად ეფექტური ფაიზერის აცრა

კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის აგვისტოში, დაადგინა, რომ ფაიზერის აცრა ორ დოზის შემდეგ 93.7%-ით ეფექტურია ალფა (B.1.1.7) ვარიანტით გამოწვეული სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ, ხოლო 88.0%-ით დელტას (B.1.617.2) ვარიანტით გამოწვეული სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ფაიზერის ვაქცინა ერთი დოზის შემდეგ იყო 48,7%-ით ეფექტური ალფას შემთხვევაში, ხოლო დ 30,7%-ით  დელტას მიმართ.

ბუსტერ დოზა

ბუსტერ დოზა ვაქცინა და მისი უკუჩვენებები

პირველი ბუსტერ დოზა მაქსიმალურად რეკომენდებულია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის (მაგ. ხანდაზმულები, ზომიერი და მძიმე იმუნოკომპრომისული პირობების მქონე პირები, ჯანდაცვის მუშაკები), რასაც მოჰყვება დაბალი პრიორიტეტული ჯგუფები. ბუსტერ დოზა კეთდება მეორე სტანდარტული ინექციიდან  4-6 თვის შემდეგ. თუ 6 თვეზე მეტია გასული, ფაიზერის აცრა ბუსტერით საჭიროა რაც შეიძლება მალე.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს ქვეყნებს, განიხილონ მეორე ბუსტერ დიზა პირველის მიღებიდან 4-6 თვის შემდეგ უმაღლესი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის.

გვერდითი მოვლენები

ზოგადად ყველა ვაქცინას შეიძლება მოჰყვეს გვერდითი მოვლენები. ეს სავსებით ბუნებრივია და მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში დამცველობითი უნარი უფრო ძლიერდება. აძლიერებს. გვერდითი მოვლენა მაქსიმუმ ყოველდღიურ საქმიანობაზე ახდენდეს გავლენას, მაგრამ ეს მოვლენები მალე გაივლის.. ზოგიერთ ადამიანს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი ასეთია:

- ინექციის ადგილას ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება

- დაღლილობა

- კუნთების ტკივილი

- თავის ტკივილი

- ცხელება

- შემცივნება

- გულისრევა

კორონა ვირუსი საქართველოში

კორონა ვირუსი საქართველოში

2020 წლის 26 თებერვალს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ადამიანს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ეს იყო კორონავირუსის პირველი შემთხვევაში საქართველოში.

ეს პირი აზერბაიჯანის გავლით ირანიდან მოდიოდა საქართველოში. თებერვლიდან მოყოლებული ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში ნელ-ნელა იზრდებოდა.

დაწესდა არაერთი შეზღუდვა, სრული ლოკდაუნი, დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, შემოვიდა კოვიდ პასპორტი.

2022 წლის 9 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდებოდა. მიზეზი გახდა ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა დაბალი რაოდენობა და ეპიდსიტუაციის დასტაბილურება. ამიტომ, კოვიდის სტატისტიკის გამოქვეყნება მათ საჭიროდ აღარ მიიჩნიეს.

2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში 2 930 677 კოვიდის აცრა ჩაატარა. სრულად აიცრა 1 276 173 ადამიანი.

საქართველოში სულ გამოიყენებოდა 4 ვაქცინა:

- სინოფარმი

- სინოვაკი

- ასტრაზენეკა

- ფაიზერი

აქედან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობა ფაიზერის ვაქცინა. ფაიზერის ერთი დოზით აიცრა 777 068 ადამიანი, ხოლო 2 დოზა პლუს ბუსტერით 217 750 ადამიანი.

ასტრაზენეკას 1 დოზით აიცრა 61 823 ადამიანი, ხოლო 2 დოზით 60 237.

იგივე 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით დადასტურებულია 1 785 138 შემთხვევა და გარდაიცვალა 16 912 ადამიანი.

სეზონური ვირუსი 2022 

მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, 2022 წელს გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება შუა ნოემბერში დაიწყო. ექიმების თქმით სეზონური ვირუსი 2022 გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე იგივე  კორონა ვირუსი. ვინაიდან ომიკრონი, იგივე  გრიპთან შედარებით, არ გამოირჩევა გართულებები და  ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს.

რომელი ვირუსები ცირკულირებს?

სეზონური ვირუსი 2022 წელს საკმაოდ მძიმე ფორმებით გავრცელდა: ადენოვირუსი, რინოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ბოკავირუსი, კორონა ვირუსი - ეს მხოლოდ ნაწილია, რომელიც საქართველოში ტრიალებდა. გარდა ამისა, ნოემბერში საქართველოში ოფიციალურად დადასტურდა გრიპის, ე.წ. ჰონგ-კონგისა (H3N2 ) და ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) შემთხვევები.

კოვიდ პასპორტი

კოვიდ პასპორტი არის ერთგვარი წიგნაკი, სადაც აღწერილია ინფორმაცია მოქალაქის შესახებ - კოვიდით დაავადება, გაკეთებული PCR ტესტები და ვაქცინაცია.

საქართველოში კოვიდ პასპორტი 2021 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა.

მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებდა  შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

- იყო სრულად ვაქცინირებული

- გადატანილი ჰქონდა კოვიდი. ვირუსის დადასტურებიდან გავიდა 14 დღე

-  ჩაუტარდა 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი

- ჩაუტარდა 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი

პანდემია რომ ეფექტურად ყოფილიყო მართული, ბიზნესსა და მოქალაქეებს სერვისები შეუფერხებლად მიეღო/მიეწოდებინათ, ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა  ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

1 დეკემბრიდან მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლოთ ჩამოთვლილ ობიექტებში შესვლას, ვისაც კოვიდ პასპორტი გქონდა. სასტუმროები, კვების ობიექტები კინოთეატრები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები,  ფიტნეს დარბაზები,სამთო კურორტების საბაგიროები და ა.შ.

- კოვიდ პასპორტი არ იყო სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე როგორც მაღაზიებში კოვიდ პასპორტი   ასევე არ იყო სავალდებულო 

- საბავშვო-გასართობ ცენტრებში კოვიდ პასპორტი უნდა ჰქონოდათ 18 წლის ასაკს ზემოთ პირებს

CovidPass Georgia აპლიკაციას იყენებდა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პიროვნება - იქნებოდა ეს საქართველოს მოქალაქე, თუ უცხოელი ვიზიტორი.

CovidPass Georgia-ს კოვიდ პასპორტი საჭირო იყო სხვადასხვა დაწესებულებებში შესასვლელად, ასევე რიგ ღონისძიებებზე დასასწრებად.

ადამიანმა, რომელმაც საზღვარგარეთ მიიღო კოვიდის ვაქცინა, საზღვარზე შემოსვლისას ჭირდებოდა ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენებოდა საერთაშორისო მგზავრობებისთვის. კოვიდ პასპორტი უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 თებერვლიდან  საქართველოში გაუქმნა კოვიდ პასპორტი. 

სხვადასხვა ობიექტებსა, თუ დაწესებულებაში შესასვლელად საჭირო კოვიდის პასპორტი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, აღრიცხვიანობის სიტემა კვლავ მოქმედი დარჩა და ის პირები, რომელთაც კოვიდ პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებოდათ, ამ მექანიზმით კვლავინდებურად სარგებლობდნენ.