გულის დაავადებების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია

2022-07-20

ინფარქტი, გულის არითმია და მანკი - რა უნდა ვიცოდეთ

გული ძალიან კომპლექსური ორგანოა და მოგვეხსენება, რომ ბევრი დაავადება  მასთან პირდაპირ კავშირშია. ადამიანებს ყოველთვის არ აქვთ ინფორმაცია რა განსხვავებაა იმ ავადმყოფობებს შორის, რომლებიც ხშირად გვესმის - მაგალითად, გულის არითმია, მანკი და სხვა. ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებულ გულის დაავადებებზე, განვიხილავთ სიმპტომებსა და პრევენციის საშუალებებს.

 

გულის შეტევა - ინფარქტი

გულის შეტევა მწვავე კორონარული სინდრომის ყველაზე მძიმე ფორმაა. ამ დროს იმდენად გახანგრძლივებულია დისბალანსი მიოკარდიუმისათვის სისხლის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, რომ ვითარდება გულის კუნთის შეუქცევადი ნეკროზი (სიკვდილი).

მწვავე კორონარული სინდრომი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ეს პათოლოგია კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტში შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოვლინდეს. არსებობს როგორც არასტაბილური სტენოკარდიის, ისე კუნთის მასიური ინფარქტის განვითარების რისკი. შესაბამისად, გულის სისხლძარღვთა დაავადების ნაადრევ გამოვლენასა და პროფილაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

გულის შეტევა ინფაქტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კარდიოლოგიური დაავადებაა

როდის შეიძლება ვერ იგრძნო გულის შეტევა?

ეს ზოგჯერ ემართებათ დიაბეტიკებს, როცა ვერ გრძნობენ და ამას ხშირად ეძახიან რომ პაციენტმა “ფეხზე გადაიტანა”. მაგრამ ასეთი შემთხვევა გამონაკლისია. ზოგადად ინფარქტი არის სიცოცხლისთვის საშიში მაღალი რისკის მდგომარეობა, რომელიც სწრაფად ყალიბდება და სწრაფად ვითარდება - რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ დროს პაციენტი ძალიან ცუდად არის, სერიოზული ტკივილები აქვს. სასწრაფო დროულადაა გამოსაძახებელი, რათა პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სპეციალიზებულ კარდიოლოგიურ კლინიკაში, სადაც  სისხლძარღვს გახსნიან და შემდეგ სტენტს ჩააყენებენ.

რა განსხვავებაა ინფარქტს და ინსულტს შორის?

გულის შეტევა არის პოპულარული ტერმინი და ის მიუთითებს მძიმე სტენოკარდიაზე, ან ინფარქტზე. როგორც უკვე მიმოვიხილეთ, ინფარქტი - კორონარის მწვავე დახშობაა.

ინსულტი არის თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობა. ზუსტად იგივე მექანიზმია. ამ დროსაც კონკრეტულ ზონაში ვეღარ მიდის სისხლი. ინსულტი არის ორი ტიპის, არის იშემიური და ჰემორაგიული. 

ჰემორაგიული არის თუ სისხლძარღვის მთლიანობა დაირღვევა, გასკდება და ჩაიღვარა სისხლი. ამას უბრალო ენაზე ეძახიან სისხლჩაქცევას. როგორც წესი, იშემიური ინსულტი და კორონარული პათოლოგია, ანუ ინფარქტი, არის დაახლოებით მსგავსი მექანიზმი. მათ აერთიანებთ სისხლძარღვის სანათურის თრომბის მიერ დახშობა. 

ექიმები მთავარ რჩევებს გვაძლევენ ზემოთნახსენები დაავადებებისგან თავის დასაცავად.

ოჯახში თუ გაქვთ გენეტიკური დაავადებების ისტორია, დიაბეტი, მაშინ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ:

  • თამბაქოზე უარის თქმა

  • სწორი კვება. ჯანსაღი დიეტა ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან საბრძოლველად

  • სისხლში მაღალი ქოლესტერინი

  • შეამცირეთ მაღალი წნევა

  • იყავით ფიზიკურად აქტიური ყოველდღე

  • დაისახეთ მიზნად ჯანსაღი წონა

  • მართეთ დიაბეტი

 

არითმია, იშემია, გულის მანკი - დეტალები

არითმია, იგივე პულსის გამოტოვება - ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული არარეგულარულად (არარიტმულად), ძალიან სწრაფად, ან ძალიან ნელა სცემს.

არსებობს არითმიის რამდენიმე კატეგორია:

  • ბრადიკარდია, იგივე ნელი გულისცემა.

  • ტაქიკარდია, იგივე სწრაფი გულისცემა.

  • არარიტმული არითმია: ექსტრასისტოლური არითმია ანუ პულსის გამოტოვება („ამოვარდნა“), წინაგულთა ფიბრილაცია - მოციმციმე არითმია.

არითმიის დროს შეკუმშვა ხდება თანამიმდევრულობით. ამ რიტმულობის სიხშირე იზრდება, თუ ფიზიკურად ვაქტიურობთ და ნელდება, თუ არ ვაქტიურობთ. ამას გულის ავტომატიზმი ჰქვია. ამ  ავტომატიზმს -  შეკუმშვათა სიხშირეს, შეკუმშვათა ხარისხიანობას, სისწორეს და რითმის დარღვევას სწავლობს არითმოლოგია. შედარებით ახლად აღმოცენებული პროფესიაა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ძალიან აქტუალურია. 

ადამიანები ხშირად მარტივ ენაზე ამბობენ, რომ ამოვარდნები ან მოციმციმე არითმია ან პაროქსიზმი აქვთ - აი ამ დაავადებებს მკურნალობს არითმოლოგია.

კლინიკა ჰელსიკორის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი, კარდიოლოგ არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი პაციენტებს მსგავს პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება.

იშემია - არის ათეროსკლეროზით გამოწვეული კორონარული სისხლძარღვების შევიწროება. ეს არის სტენოკარდიის ეკვივალენტი. იშემია სიტყვასიტყვით ნიშნავს სისხლის ნაკლებობას. გულის მკვებავ სისხლძარღვებში ვერ გადის  საკმარისი რაოდენობის სისხლი და ასეთ ადამიანებს უვითარდებათ იშემიური შეგრძნება - ანუ ტკივილი.

გულის მანკი - გული არის რთული ორგანო. მას აქვს 4 სარქველი. არსებობს 4 კამერა, წინა გულები და პარკუჭები. თუ ეს სარქვლები და ღრუები, ანუ კამერები, ფუნქციონირებენ სინქრონულად და სწორად, მათი ზომები და ფორმა, გამტარობა არის მოწესრიგებული - ყველაფერი ნორმაშია და კარგადაა.

მაგრამ ზოგჯერ ადამიანს თანდაყოლილად, ანუ დაბადებიდან, აქვს რომელიმე სტრუქტურის ანომალია. ან შეიძლება თავიდან ყველაფერი წესრიგში იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, წლების მერე, რომელიმე ორგანო, ვთქვათ სარქველი, სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება დაზიანდეს, ან დავიწროვდეს, ან გაფართოვდეს.

ამის მიზეზი ზოგჯერ არის ინფარქტი, ან ინფექცია და ა.შ. რაც თავის მხრივ იწვევს  სარქვლის ფუნქციის დარღვევას. სარქვლის ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ერთ მხარეს გაატაროს სისხლი და  მეორე მხარეს აღარ გამოუშვას.  პრობლემის შემთხვევაში ან იქით ვერ ატარებს სისხლს, ან უკან აპარებს და ასეთ დროს იწყება ორგანოს გადაღლა, დაძაბვა. პაციენტი ხდება ცუდად და ამას ჰქვია მანკი. ადრე მას მკურნალობდნენ ქირურგიული ჩარევით. ახლა ნელ-ნელა ემატება ინტერვენციული კათეტერული მკურნალობაც.

 

კარდიოქირურგია და მკურნალობის მეთოდები

კარდიოქირურგიული ოპერაცია ჰელსიკორში

ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ძალიან ხშირია სარქვლოვანი დაავადებები. გულს აქვს 4 სარქველი, მაგრამ მათ შორის 2 არის აორტის და მიტრალური სარქვლები. ეს უკანასკნელი სისხლს ერთი მიმართულებით - მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭისკენ ატარებს. ორივე განსაკუთრებით მიდრეკილია დაზიანებისკენ. ისინი მარცხენა ნაწილშია განთავსებული, სადაც წნევა და მთელი მოქმედი ძალა არის კონცენტრირებული. 

გარდა ამისა, კარდიოქირურგიაში (გულის ოპერაცია) ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთთან  იყოს კომბინაციაში -  2, ან 3 სარქვლის პრობლემა. პლუს შესაძლებელია გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროებასთან და შუნტირებასთან ერთად სარქველიც იყოს გამოსაცვლელი, ან შესაკეთებელი. 

ზოგადად ძალიან გავრცელებულია გულის იშემიური დაავადება, როდესაც ორგანოს მკვებავი სისხლძარღვები დაზიანებულია, შევიწროებული, ან დაკეტილია და რისთვისაც საჭიროა შუნტირების ოპერაცია.  ამ დროს არტერიების და ვენების საშუალებით ხდება დაზიანებული სისხლძარღვებისთვის შემოვლითი გზის გაკეთება.

კარდიოქირურგია ყველაზე სისხლიანი დარგია. ოპერაციების უმეტესობა კეთდება სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში. არსებობს სპეციალური აპარატი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ სისხლი აღარ შევიდეს გულში, გამდიდრდეს ჟანგბადით და გულის ავლით დაუბრუნდეს ორგანიზმს. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში საჭიროა გულის გაჩერება. მაგალითად, სარქვლების შემთხვევაში ფაქტობრივად ყველასთვის, გულის გაჩერებით ხდება ეს ჩარევა.

შუნტირება

შუნტირებას რაც შეეხება, ოპერაციები კეთდება როგორც მომუშავე გულზე, ასევე ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში. აქ რისკებზეა ბევრი რამ დამოკიდებული - ზოგიერთი პაციენტისთვის უმჯობესია, რომ ხელოვნური სისხლის მიმოქცევით გაკეთდეს ოპერაცია, მაგრამ მეორე მომენტი ისაა, რომ მომუშავე გულზე გაცინებით ნაკლებია გართულებების რისკი. თუნდაც თირკმლების, თავის ტვინის დაზიანების და ამ შემთხვევაში პაციენტი ბევრ სხვა გართულებას იცილებს თავიდან.

თუმცაღა, როგორც კარდიოქირურგი ლევან აროშიძე გეუბნება, სპეციალისტისთვის გაცილებით კომფორტულია გაჩერებულ გულზე მუშაობა - ვინაიდან მომუშავეზე დაახლოებით ის სიტუაციაა - ცხენზე რომ იჯდე და ისე აკეთებდე ოპერაციას. 

ინტერვენციული მიდგომა

ინტერვენციული კარდიოლოგიის ძალიან სწრაფმა და კარგმა განვითარებამ რეალურად შეამცირა შუნტირებების ოპერაციები და მათ შორის კარდიოქირურგიული ჩარევებიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ინტერვენცია უძლურია და პაციენტს მაინც ქირურგია სჭირდება. 

ტავი - ეს არის ტრანსარტერიული სარქვლის, რომლის გამოცვლაც ოპერაციის გარეშე ხდება. მიტრალურის შეკეთებაც შესაძლებელია ინტერვენციულად, რომელიც ჰელსიკორში ირაკლი გოგორიშვილი აკეთებს. მაგრამ ჯერჯერობით (ტავის არ ეხება, რადგან ის ძალიან ეფექტურად კეთდება) მაინც, ინტერვენციები და ამ პრობლემის უსისხლოდ მოგვარება ისევ ლიმიტირებულია. ყველას ვერ უმკურნალებ ამ მეთოდით და ბევრი რამაა დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობაზე. ამ თუ გაუკეთებ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გამოდგება და ბოლოს მაინც ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. 

საბოლოოდ ქირურგია ხდება უკანასკნელი გაჩერება, თუ ინტერვენციული არ გამოდგა.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ზოგადად რეკომენდირებულია, რომ სიმპტომებს არ დაელოდოთ და პერიოდულად იაროთ კონსულტაციაზე. 

 

როგორც ჰელსიკორის გამოცდილი ექიმები გვეუბნებიან, ადამიანები უმეტესად უკიდურეს შემთხვევაში მიდიან მათთან, რაც შემდგომ მკურნალობას და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას ართულებს. დროულად გამოვლენა ავადმყოფობის რისკებს ძალიან ამცირებს. 

ჰელსიკორის ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კარდიოლოგი ირაკლი გოგორიშვილი და კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ლევან აროშიძე ბევრი წელია, რაც ამ ვერაგ დაავადებას ებრძვიან. 

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და მოწინავეა ინტერვენციული მიდგომით ოპერაციებში.