კუჭ-ნაწლავის დაავადებები და მკურნალობა

2022-10-24

გასტრიტი და მუცლის შებერილობა

არაერთი გართულება არსებობს, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია მედიცინის ერთ-ერთი დარგი - გასტროენტეროლოგია ჩაერთოს. ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გასტრიტი, მუცლის შებერილობა, გულძმარვა, მუცელშიდა წნევა, ტკივილი კუჭის არეში.

ყველა ეს პრობლემა უმაღლეს დონეზე გვარდება სამკურნალო ცენტრ “ჰელსიკორში”. კლინიკა აღჭურვილია ყველა საჭირო ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიით, ხოლო გამოცდილი სპეციალისტები მუდმივად მზად არიან მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ პაციენტებს.

რა არის გასტრიტი?

გასტრიტი და მისი მკურნალობა

სანამ უშუალოდ დაავადების განხილვაზე გადავალთ, თუ გსურთ გაიგოთ თუ რა არის გასტროენტეროლოგია ეწვიეთ ჰელსიკორი ბლოგს.

გასტრიტი ზოგადი ტერმინია, რომელიც გულისხმობს კუჭის ამოფენილი უჯრედების ანთებას. წარმოიქმნება რაღაც ანთებითი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს კუჭში. ანთება შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვიოს.

ხშირად დამნაშავე მიკროორგანიზმებია - ჰელიკობაქტერია, ან სხვადასხვა აგრესიული ტოქსიკური პროდუქტი, იგივე ალკოჰოლი. 

ზოგიერთი მედიკამენტი: ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ბევრი განსხვავებული იშვიათი დაავადება - იმუნიტეტის უცნაური არასწორი ქცევა, რაც გულისხმობს საკუთარი ორგანოების საწინააღმდეგოდ დაწყებულ აგრესიულ ქმედებას, როგორიც არის ავტოიმუნური გასტრიტი.

 

გასტრიტის მკურნალობა

შესაბამისად, ყველა ამ მიზეზს სჭირდება გარკვევა. დიაგნოზის დასმა, გამომწვევი მიზეზის პოვნა და შემდეგ მასთან ბრძოლა. ზოგადი მკურნალობა არ არსებობს გასტრიტის შემთხვევაში.

მკურნალობის მთავარი პრინციპი გამომწვევი მიზეზის პოვნა და მისი მოცილებაა, რამდენადაც ეს მოხერხდება.

მიკროორგანიზმი თუ არის მიზეზი, მაშინ ჰელიკობაქტერიასთან იწყება ბრძოლა. ტკივილგამაყუჩებლის გამო შექმნილი კუჭის პრობლემების შემთხვევაში, ამ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ოპტიმიზაცია, ან საერთოდ მოხსნა და ა.შ. თითოეული ეს მიზეზი შეიძლება ძალიან გაიშალოს. ამას ყველაფერს იკვლევს ექიმი-სპეციალისტი. 

კუჭის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში - მაგალითად ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ე.წ. დისპეპსიური მოვლენები - სიმძიმის შეგრძნება კვების შემდეგ, წვის და სიმხურვალის შეგრძნება კუჭისთავის არეში, შებერილობა, მეტეორიზმი კვებიდან მალე. მსგავსი ჩივილების დროს აუცილებლად დაჯავშნეთ ვიზიტი გასტროენტეროლოგთან. ის გაითვალისწინებს პაციენტის ისტორიას და დაგეგმავს სხვადასხვა ტიპის კვლევებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვევა მიზეზი, უკვე სრულფასოვანი მკურნალობა დაიწყება. 

 

მუცლის შებერილობა და ტკივილი

მუცლის შებერილობა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი

დავიწყოთ იმით, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს შებერილობა. შებერილობა შეიძლება იყოს უკვე არსებული გასტროენტეროლოგიური პრობლემის ერთ-ერთი სიმპტომი, ან ცალკე აღებული შებერილობა შეიძლება თვითონ იყოს პათოლოგია - მაგალითად, ფუნქციური მეტეორიზმი. 

გასტროენტეროლოგი გაეცნობა პაციენტის ისტორიას, მოიძიებს აქვს თუ არა ადამიანს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ან სიმპტომები.

შემდეგ ის დაგეგმავს კვლევებს. გაერკვევა შებერილობა არის სხვა რაიმე პათოლოგიის თანმხლები სიმპტომი, თუ არის ცალკე აღებული იზოლირებული პრობლემა. 

პირველის დროს, როცა რომელიმე საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანული, თუ ფუნქციური დაავადების თანმხლებია შებერილობა, მაშინ თავისთავად გასტროენტეროლოგი უმკურნალებს ამ დაავადებას და დააკვირდება შებერილობა უმჯობესდება თუ არა. 

მაშინ როცა შებერილობა არის ცალკე, ფუნქციური მეტეორიზმი, ეს ნიშნავს ორ რამეს. არის როგორც კარგი, ასევე ცუდი ამბავი. 

კარგი ამბავი ისაა, რომ ფუნქციური მეტეორიზმი არ არის კავშირში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გართულებასთან, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას შეამცირებს და სასიცოცხლო საფრთხეს შეუქმნის პაციენტს. ესაა კარგი ამბავი.

ცუდი კი ისაა, რომ სამართავად ძალიან რთულია. არ არსებობს ეფექტური მედიკამენტები და რეჟიმების მთელი წყება, რომლის მიყოლის შემდეგაც პაციენტი განიკურნება. ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ არის რამდენიმე დიეტური რჩევა. პირველ რიგში ის გულისხმობს გაზების წარმომქმნელი პროდუქტების მორიდებას, ანუ მაპროვოცირებელი ფაქტორების მორიდებას. პლუს, გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მეტ ფიზიკურ აქტივობას. 

ასევე, ექიმმა შეიძლება გამოიყენოს რამდენიმე მედიკამენტი, ოღონდ მხოლოდ დამხმარე საშუალებად და შეზღუდული ხანგრძლივობით. ესენია, ასე ვთქვათ, მარტივი მედიკამენტები, რომლებიც დიდ რჩევებს არ საჭიროებენ. მაგალითად, აქტივირებული ნახშირი და სიმეტიკონი, რომელიც შეიძლება დამხმარედ გამოიყენოს ამ დაავადების სამკურნალოდ. 

თუმცა, წინასწარ მზად უნდა იყოს პაციენტი, რომ ეს იზოლირებული შებერილობა, რომელიც სხვა არაფერთან არაა კავშირში და მხოლოდ ეს ერთი ჩივილია, ძალიან რთულია მისი მართვა.

პროფესიონალი ამ დისკომფორტის შემცველი პრობლემის შემსუბუქებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ. 

მანამ სანამ საკითხის კდიევ უფრო ღმად განხილვას გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, რომ კლინიკაში ხელმისაწვდომია სამედიცინო დაზღვევა.
 

როგორ დავამარცხოთ გულძმარვა

გულძმარვა და მასთან ბრძოლის მეთოდები

გულძმარვა ყველაზე ხშირად პროვოცირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების მიერ, რომელსაც ჰქვია გასტროეფეგაზური რეფლექსური დაავადება.

ამ დაავადების მექანიზმი არის ჩვენი ორგანიზმის არასწორი ქცევა, ანუ როდესაც ერთ-ერთი აგრესიული ნივთიერება - კუჭის წვენი, რომელიც არის აგრესიული მჟავა ნივთიერება, ხვდება იქ, სადაც მისი ადგილი არაა, სადაც მას არაფერი ესაქმება. ეს ადგილი არის საყლაპავი, საყლაპავის ქვედა ნაწილი. 

საყლაპავი არის მილი, რომელიც პირსა და კუჭს აკავშირებს. იქ არ მიმდინარეობს საჭმლის მონელება. შესაბამისად, საყლაპავი არ არის ისე მოწყობილი და აგებული, რომ მსგავს აგრესორთან ბრძოლისთვის იყო შესაფერისი. ასე რომ, როცა კუჭის წვენი საყლაპავში ხვდება, ის აზიანებს საყლაპავის უჯრედებს, იწვევს ანთებას - იწყება ეზოფაგიტი, რის შემდეგაც ვლინდება ჩივილები. 

გულძმარვა ძალიან გავრცელებული ჩივილია. გასტროენტეროლოგი ექიმები აუცილებლად გამოიკითხავენ ე.წ. საგანგაშო ანამნეზურ ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ უფრო აქტიურადაა პაციენტი გამოსაკვლევი. შეიძლება არსებობდეს გულძმარვასთან ასოცირებული რაიმე სახიფათო მიზეზი. ამის შემდგომ უკვე ექიმი დაიწყებს პრობლემის მკურნალობას. 

მკურნალობის მთავარი მიზანი არის აგრესორის განეიტრალება. სხვანაირად რომ ვთქვათ - აგრესორი კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითება. პარალელურად, ტარდება მაპროვოცირებელი ფაქტორების მკურნალობა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის, მაგალითად, მუცელშიდა წნევის  ზრდა.

 

როდის შეიძლება გაიზარდოს მუცელშიდა წნევა?

მაშინ როცა პაციენტს აქვს ჭარბი წონა, აბდომინური ცხიმი, რასაც ღიპი ეწოდება, ამან შეიძლება მუცელშიდა წნევა გაზარდოს. შესაბამისად, კუჭზე ზეწოლა იზრდება და კუჭის წვენი გრავიტაციის საწინააღმდეგოდ ამოძრავდება. ის ადის ზემოთ, სადაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას არაფერი არ ესაქმება.

ასე იწყება გულძმარვა. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ჭარბი წონა, სიმსუქნე, მიზეზია თუ რატომ ვითარდება გულძმარვა. გამოკვლევების და ისტორიების შეკრების შემდეგ გასტროენტეროლოგი ექიმები კუჭის წვენის დამაქვეითებელ წამლებთან ერთად აუცილებლად ურჩევენ პაციენტს წონის კონტროლს, რომლის გარეშეც გრძელვადიანი დადებითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

კუჭის ტკივილი ჰიპერაციდული გასტრიტის დროს

ჰიპერაციდული გასტრიტი ხასიათდება გულძმარვით. ასევე, ხშირად კუჭის ტკივილი თან ახლავს ჭამის პროცესს, ან 15-30 წუთის შემდეგ აღმოცენდება. ამ დროს ადამიანს ჭამის მადა ნორმალურ დონეზე აქვს, ან ზოგჯერ უძლიერდება. სიმპტომები 1-2 საათის განმავლობაში გრძელდება. მინერალური, ან სოდიანი წყალი, პლუს მცირედი საკვების მიღება შეამსუბუქებს სიმპტომებს. კუჭის ტკივილი ძლიერდება დიეტის დარღვევის შემთხვევაში. რეკომენდებულია, პაციენტმა არ მიიღოს მწარე, მჟავე, შემწვარი საჭმელი, გაზიანი, ან ალკოჰოლური სასმელი.

რამდენად საშიშია ტკივილი კუჭის არეში?

ზოგჯერ ტკივილი კუჭის არეში ზედმეტად საშიშია, ამისათვის კი ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.

ტკივილი კუჭის არეში შეიძლება განპირობებული იყოს ძალიან ფართო სპექტრის დაავადებებით - დაწყებული სიცოცხლისთვის სრულიად არასახიფათო ფუნქციური დარღვევებით, დამთავრებული სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიებით - მაგალითად სიმსივნე და ა.შ.

ამიტომ, როცა პაციენტს აქვს ტკივილი კუჭის არეში საჭიროა კუჭის დეტალური გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ჰელსიკორში ხელმისაწვდომია კუჭის გამოკვლევა ზონდის გარეშე. ტკივილი კუჭის არეში ასე ექიმისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს და დეტალურად გამოკვლევაა საჭირო. 

გამოსაკვლევია თანმხლები ანამნეზური საშიში ნიშნები, რომელიც მიუთითებს ხომ არ სჭირს პაციენტს რაიმე აგრესიული ორგანული პათოლოგია, რომელიც მეტ ყურადღებას საჭიროებს. უნდა ჩატარდეს მთელი წყება ანალიზები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩივილის მიმდინარეობაზე, დინამიკაზე, წარსულში ამ ჩივილის არსებობაზე, ოჯახურ ისტორიაზე და ა.შ. 

ბევრი ანამნეზური ნიშანია, რასაც გასტროენტეროლოგი ექიმები აქცევენ ყურადღებას.

აქვე გეტყვით, რომ კუჭის ბოტოქსის ოპერაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები განხილულია მითითებულ სტატიაში.

 

ასე რომ, ყველა ექიმი გეტყვით, რომ ტკივილი კუჭის არეში შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომი. ასევე, ისეთი დაავადებების სიმპტომი, რომელიც საერთოდ ვერაფრით ვერ გამოიწვევს სიცოცხლისთვის საშიშ რაიმე პათოლოგიას. მაგალითად, მთელი რიგი ფუნქციური დაავადებების მახასიათებელი, რომელიც განპირობებულია ტვინის, ცენტრალური ნერვული სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ურთიერთქმედებების დარღვევით, რაც არაა ორგანული პათოლოგია - იგივე, ფუნქციური დისპეპსია. ამ ყველაფერს სჭირდება გამოკვლევა, სწორი დიაგნოსტიკა.